The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ქობულაშვილი

გიორგი ქობულაშვილი
დაბადების თარიღი:1908
გარდაცვ. თარიღი:1994  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1927 წლიდან სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1929 წლიდან - მოსკოვის ბაუმანის სახელობის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1934 წელს.

1934-1941წწ. მუშაობდა ქ. კოლომნაში სალოკომოტივო მანქანათმშენებლობის ქარხნის კონსტრუქტორთა ბრიგადის ხელმძღვანელად, საპროექტო-საკონსტრუქტორო ბიუროს უფროსად. სამამულო ომის წლებში მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში. ომის დამთავრების შემდეგ დაიწყო მუშაობა ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენის" სისტემაში. მისი ძალისხმევით ქუთაისში და შემდეგ თბილისში ჩამოყალიბდა N8 მექანიზირებული კოლონა. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ შესრულებული სამუშაოები გამოირჩეოდა ურთულეს ლანდშაფტურ-კლიმატურ პირობებში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის მაღალკვალიფიციური შესრულებით. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული ობიექტი იყო საერთაშორისო საბჭოთა კავშირ-ჩეხოსლოვაკიის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი, რისთვისაც მიზანშეწონილად ჩაითვალა N8 მექანიკური კოლონის გადაბაზირება დასავლეთ კარპატებში. ამ ურთულესი ობიექტის მშენებლობის სწორად წარმართვამ განაპირობა მისი დაჯილდოება "ხალხთა მეგობრობის" ორდენით. 1980 წელს პენსიაზე გასვლის შემდეგ ამავე ტრესტში გააგრძელა მუშაობა სხვადასხვა თანამდებობებზე. დაჯილდოებული იყო შრომითი და სამამულო ომის მედლებით. მიღებული აქვს მრავალი სხვა სამთავრობო ჯილდო.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.338

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1975 - ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • 1961 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • სამამულო ომის ორდენი

გააზიარე: