Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მურმან ქოიავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: აბაშის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი 1957 წელს. მუშაობა დაიწყო ტრესტ "საქნავთობში". რიგითი ინჟინრიდან სამმართველოს უფროსამდე გაიარა სხვადასხვა თანამდებობები. 1960-იან წლებში ხელმძღვანელობდა "ნორიოს ბურღვის კანტორას" და ჰიდროდინამიკური კვლევების პირველ ლაბორატორიას. 1970-1974წწ. ხელმძღვანელობდა დასავლეთ საქართველოს ღრმა ბურღვის სამმართველოს, შემდეგ გაერთიანებულ ნავთობსარეწს; 1974 წლიდან სათავეში ჩაუდგა ლილოს ნავთობისა და გაზის მოპოვების სამმართველოს და გარდაცვალებამდე სამმართველოს უფროსი იყო. წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; მუშაობდა ნავთობისა და გაზის საბადოების დაზვერვისა და ბურღვის კათედრაზე დოცენტის თანამდებობაზე; საფუძველი ჩაუყარა ნავთობის მოპოვებისა და საბადოების დამუშავების სპეციალობებს. არაერთხელ იყო არჩეული თბილისის საქარხნო რაიონის დეპუტატად. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.338 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |