შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა მირიანაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ახალსოფელი, ყვარლის მუნიციპალიტეტი. იყო სსრკ-ის ჩემპიონი ტრავერსების კლასში (1976, საღრანის დიდი ნალი), სამგზის მეორე (1960, 1975, 1977) და სამგზის მესამე (1965, 1969, 1973) პრიზიორი სასიმაღლო, კლდოვან და ტექნიკურ კლასებში. 1960-1970წწ. საქართველოს მთამსვლელთა ნაკრების კაპიტანი და მწვრთნელი. განხორციელებული აქვს მრავალი ასვლა, მათ შორის პირველასვლები როგორც კავკასიონზე ასევე პამირის და ტიან-შანის მთიანეთში, მათ შორის შხარას მასივზე. არის პირველი ქართული ექსპედიციების მონაწილე, რომელმაც დალაშქრა ალპების მწვერვალები (მონბლანი, მონტეროზა) და განახორციელა ტრიენის ალპების პიკთა ტრავერსი (1964). თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გიორგი ნიკოლაძის სახელობის ალპური კლუბის პრეზიდენტი (1956 წლიდან), საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციის პრეზიდენტი (2000 წლიდან), ხელმძღვანელობდა ასზე მეტ მასობრივ ალპინიადას და სპორტულ-საკვალიფიკაციო შეკრებას. არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისს ნახევარგამტართა ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. ხელმძღვანელობდა 130-ზე მეტ მასობრივ ალპინიადას და სპორტულ-საკვალიფიკაციო შეკრებას. ალპინისტი, მთამსვლელი, სპელეოლოგი. წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბ., 2013. - გვ.282 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |