Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შოთა მირიანაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ახალსოფელი, ყვარლის მუნიციპალიტეტი. იყო სსრკ-ის ჩემპიონი ტრავერსების კლასში (1976, საღრანის დიდი ნალი), სამგზის მეორე (1960, 1975, 1977) და სამგზის მესამე (1965, 1969, 1973) პრიზიორი სასიმაღლო, კლდოვან და ტექნიკურ კლასებში. 1960-1970წწ. საქართველოს მთამსვლელთა ნაკრების კაპიტანი და მწვრთნელი. განხორციელებული აქვს მრავალი ასვლა, მათ შორის პირველასვლები როგორც კავკასიონზე ასევე პამირის და ტიან-შანის მთიანეთში, მათ შორის შხარას მასივზე. არის პირველი ქართული ექსპედიციების მონაწილე, რომელმაც დალაშქრა ალპების მწვერვალები (მონბლანი, მონტეროზა) და განახორციელა ტრიენის ალპების პიკთა ტრავერსი (1964). თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გიორგი ნიკოლაძის სახელობის ალპური კლუბის პრეზიდენტი (1956 წლიდან), საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციის პრეზიდენტი (2000 წლიდან), ხელმძღვანელობდა ასზე მეტ მასობრივ ალპინიადას და სპორტულ-საკვალიფიკაციო შეკრებას. არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისს ნახევარგამტართა ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. ხელმძღვანელობდა 130-ზე მეტ მასობრივ ალპინიადას და სპორტულ-საკვალიფიკაციო შეკრებას. ალპინისტი, მთამსვლელი, სპელეოლოგი. წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბ., 2013. - გვ.282 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |