The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გურამ ქორიძე

გურამ ქორიძე
Date of birth:23 April, 1943  (82 years)
Category:Public official, Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქობულეთის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1967 წელს.

1967 წლიდან მუშაობს "თბილჰიდროპროექტში". მონაწილეობდა მდინარეების ბახვი-ნატანებისა და ენგურის შუა დინების ენერგეტიკული გამოყენების სქემების შედგენაში, ვარციხეჰესების დაგეგმარებაში. ხუდონჰესის პროექტის მთავარი ინჟინრის და განყოფილების უფროსის მოადგილე, ჰესების თაღოვანი კაშხლის პროექტის მთავარი ინჟინერი. სწავლობდა სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის ასპირანტურაში. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1988). 1989 წლიდან - მცირე ჰესების განყოფილების უფროსი. მისი ხელმძღვანელობით შედგა რიწის, კაბალის, კინკიშის, ორბელის, დეხვისა და აჭარისწყლის მცირე ჰესების აღდგენისა და მოდერნიზაციის პროექტები, მდ. გუბაზეულისა და მისი შენაკადების ენერგეტიკული გამოყენებისა და მდინარე ყვირილას ქვემო დინებაში მცირე ჰესების კასკადის სქემები. პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე მაღლდაწნევიანი (725 მ.) ზოტიჰესის პროექტის მთავარი ინჟინერი. მისი, როგორც საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1991 წლის 20 თებერვლის N90გ განკარგულებით შექმნილი კომისიის წევრის მონაწილეობით შედგა "საქართველოს მცირე ენერგეტიკის განვითარების კონცეფცია-პროგრამა", რომელიც დამტკიცდა იმავე წლის 8 ივლისს. მონაწილეობდა, როგორ ექსპერტი, გაეროს განვითარების პროგრამის "საქართველოში სითბური გაზების ემისიების შემცირების მიზნით მცირე ენერგეტიკის განვითარების ხელშემშლელი ბარიერების მოშლა" შედგენაში. არის 31 სამეცნიერო შრომისა და 6 გამოგონების, აგრეთვე ჟურნალ-გაზეთებში პუბლიკაციების ავტორი. ტექნიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.339

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ენერგეტიკოსი

Share: