The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ მარსაგიშვილი

ნიკოლოზ მარსაგიშვილი
დაბადების თარიღი:16 ივნისი, 1974  (50 წლის)
კატეგორია:იურისტი

ბიოგრაფია

დაბადბეის ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1997 წელს. 
1999-2003წწ. მუშაობდა დუშეთის რაიონული პროკურატურაში გამომძიებლის თანამდებობაზე; 2003-2004წწ. იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელი, 2004-2005წწ. უფროსი გამომძიებელი; 2005 წელს მუშაობდა მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსად; 2005-2006წწ. დუშეთის რაიონული პროკურორის თანამდებობაზე; 2006-2007წწ. მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში განყოფილების პროკურორის თანამდებობაზე; 2007-2008წწ. იყო შიდა-ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი; 2008-2019წწ. გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე; 2019 წლის მაისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; თანამდებობაზე დანიშნულია უვადოდ კანონით განსაზღვრული ასაკის მიღწევამდე; 2019-2020წწ. თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე; 2020 წლის 30 ოქტომბერს მოსამართლეთა კონფერენციამ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად აირჩია.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, წევრი (2020-)

გააზიარე: