Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ქეთევან ცინცაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 2009 წელს; 2007-2017წწ. მიღებული აქვს მონაწილეობა არაერთ საერთაშორისო პროექტში, ტრენინგსა თუ კონფერენციაში, მათ შორის 2007 წელს გაიარა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საერთაშორისო სამართლის 6 თვიანი ინტენსიური სასწავლო კურსი; სხვადასხვა სტატუსით არაერთგზის მიიღო მონაწილეობა "ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებულ სასამართლო პროცესებში". 2010 წელს მონაწილეობდა "უცხოური პირდაპირი ინვესტიციების იმიტირებულ სასამართლო პროცესებში" (Foreign Direct Investment Moot Court Competition) და იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მალიბუში პეპერდინის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში; 2011 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის მაგისტრატურა და მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2012 წელს მონაწილეობდა "ფრანკფურტის საინვესტიციო საარბიტრაჟო იმიტირებულ პროცესებში" (Frankfurt Investment Arbitration Moot) და იმყოფებოდა გერმანიაში, ქ. ფრანკფურტში, ფრანკფურტის საარბიტრაჟო ცენტრში; ასევე მონაწილეობდა ევროპის მულტიდისციპლინურ ფორუმსა და სამართლისა და ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმებში, საჯარო და კერძო სამართლის საერთაშორისო კონფერენციებში; 2013-2019წწ. იყო გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტი, 2019 წლიდან არის კავკასიის საერთაშორისო უნივერსისტეტის დოქტორანტი; 2013 წელს სწავლობდა გერმანიაში, ქ. დიუსელდორფში, ჰაინრიხ ჰაინეს საერთაშორისო ურთიერთობის (კომუნიკაციის) ინსტიტუტში (Institute for Internationale Kommunikation (IIK); 2014 წელს გერმანიაში, ქ. ფრანკფურტში, ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტში გაიარა სასწავლო კურსი სახელწოდებით "სამართალი თანამედროვე საზოგადოებაში - ფუნდამენტური, საერთაშორისო და ინტერდისციპლინარული ასპექტები" წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge/ka; საქართველოს უზენაესი საქართველი: supremecourt.ge Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |