შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რუსუდან ქორქაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროტექნიკის ფაკულტეტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1948 წელს. მუშაობა დაიწყო ალაზანჰესში მორიგე ინჟინრად; 1951 წლიდან - სასოფლო დანიშნულების პირველი ავტომატიზირებული ჰიდროელექტროსადგურის ტირიფონჰესის ელექტრომექანიკური საამქროს უფროსი; გორის 35/10 კვ ძაბვის ქვესადგურის ექსპლუატაციაში შესვლასთან დაკავშირებით გადაიყვანეს ამ ქვესადგურის უფროსად; 1960 წლიდან - გორის საქსელო საწარმოს მთავარი ინჟინერი; 1962 წლიდან - ამავე საწარმოს დირექტორი; 1980-1994წწ. - დირექტორის მოადგილე საერთო საკითხებში; 1994 წლიდან გარდაცვალებამდე - ამავე საწარმოს სამსახურის უფროსი. წლების მანძილზე იყო საქართველოს კპ გორის რაიკომის წევრი, რაიონული საბჭოს დეპუტატი, გორის რაიონის ქალთა საბჭოს და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, უმაღლესი სასამართლოს მსაჯული, ელექტროსადგურებისა და ელექტრომრეწველობის რესპუბლიკური პროფკავშირების პრეზიდიუმის წევრი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.340 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |