ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
თემურ გოგოხია
დაბადების თარიღი: | 2 ნოემბერი, 1977 (47 წლის) |
კატეგორია: | იურისტი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. გალში. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის იურიდიული ფაკულტეტი 2000 წელს; 2003 წელს ჩააბარა პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა; 2007 წელს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. 2000-2002წწ. მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში სხდომის მდივნად; 2002-2003წწ. თბილისის საოლქო სასამართლოში კონსულტანტად; 2003-2005წწ. თბილისის საოლქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ; 2006-2007წწ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ; 2007 წელს მუშაობდა მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორად, ხოლო მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის საოლქო პროკურატურების გაერთიანების შემდგომ, ამავე წლიდან მუშაობდა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორად; 2008-2010წწ. იყო ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე; 2010-2012წწ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე; 2013-2017წწ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე. 2017 წლის ივლისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2018 წლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე; 2017 წლის ოქტომბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის თავმჯდომარე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, წევრი (2021-)
|