შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ენრიკო ქორქია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი ინჟინერ-ელექტრომექანიკოსის კვალიფიკაციით 1965 წელს. 1971-1974წწ. სწავლობდა მოსკოვის ენერგეტიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1975 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1958 წლიდან - თბილისის ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხანა, ელექტროშემკეთებელი, ინჟინერი, ტრესტ "საქელექტრომონტაჟის" გამშვებ-მომწესრიგებელი სამმართველო, უფროსი ინჟინერი, განყოფილების უფროსი; 1975-1990წწ. - საქართველოს საკონსტრუქტორო-საპროექტო კვლევითი ინსტიტუტი, "საქმძიმემრეწველექტროპროექტი", უფროსი ინჟინერი, განყოფილების უფროსი, დირექტორის მოადგილე. 1979-1982წწ. და 1987-1988წწ. მივლინებული იყო ინდოეთში ქ. კორბის მეტალურგიული კომბინატის მთავარ ინჟინერ-ელექტრიკოსად, შემდეგ ქ. ბხილაის მეტალურგიული ქარხნის საგლონავი საამქროს მთავარ სპეცილისტ-ელექტრიკოსად. 1990-1998წწ. - გაერთიანება "თბილხელსაწყო", გენერალური დირექტორის მოადგილე, ქვესაწარმოს დირექტორი; 1998 წლიდან - "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა", კოორდინატორი, განყოფილების უფროსი. 1975 წლიდან სხვადასხვა წლებში მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასისტენტად, უფროს მასწავლებლად, დოცენტის მოვალეობის შემსრულებლად, "ელექტრული სადგურების, ელექტრული ქსელების და სისტემების" კათედრის ასოცირებული პროფესორი, კითხულობს ლექციებს მაგისტრატურაში, ხელმძღვანელობს სამაგისტრო შრომების შესრულებას. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, მათ შორის, სახელმძღვანელო. მონაწილეობდა რესპუბლიკური და საერთაშორისო კონფერენციების მუშაობაში. მისი მეცნიერული მოღვაწეობის სფეროს წარმოადგენს ელექტრომომარაგების სისტემებში ელექტროენერგიის ავტომატიზირებული აღრიცხვის და ხარისხის საკითხები. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.340-341
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |