The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რობინზონ ქსოვრელი

რობინზონ ქსოვრელი
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1937
გარდაცვ. თარიღი:12 ოქტომბერი, 2012  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: კასპის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი ელექტრომექანიკოსის კვალიფიკაციით 1961 წელს.

1961-1962წწ. - ქ. ცხინვალის ქარხანა "ელექტრო-ვიბრობიუროს ინჟინერ-კონსტრუქტორი; 1962 წლიდან - თბილისის ელექტროტექნიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ელექტროტექნიკის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-მუშაკი; 1964-1977წწ. - ამირაჯიბის სახელობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ელექტროამძრავების ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ-მუშაკი, უფროსი მეცნიერ-მუშაკი; 1977-1979წწ. - თბილისის მცირე სიმძლავრეების ელექტრული მანქანების საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ლაბორატორიის უფროსი; 1979 წლიდან - საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, ელექტროტექნიკისა და ელექტროამძრავის კათედრის უფროსი მასწავლებელი, დოცენტი; 1997 წლიდან - ამავე კათედრის პროფესორი. 2006 წელს კონკურსის წესით აირჩიეს ამავე უნივერსიტეტის აგროსაინჟინრო ფაკულტეტის სოფლის მეურნეობის ელექტრიფიკაციის დეპარტამენტის სრულ პროფესორად. გამოქვეყნებული აქვს 140-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც ძირითადად ეძღვნება სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიური პროცესებისათვის ელექტრომაგნიტური ვიბრაციული ამგზნებებისა და დანადგარების დამუშავებას და მათ პრაქტიკაში გამოყენებას. მიღებული აქვს 25 პატენტი, რომლებიც დაცულია 14 ქვეყანაში და 18 საავტორო მოწმობა გამოგონებაზე; მისი ხელმძღვანელობით დაცულია 2 სადოქტორო და 2 საკანდიდატო დისერტაცია, მომზადებულია 12 მაგისტრი. წლების განმავლობაში იყო აგრარული და ტექნიკური უნივერსიტეტების ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოებისა და საექსპერტო კომისიების წევრი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1970), ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.342

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: