შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რუსლან ქუთათელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტყვარჩელი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი სპეციალობით "სამრეწველო საწარმოთა, ქალაქებისა და სოფლის მეურნეობის ელექტრომომარაგება" 1983 წელს. 1972 წლიდან - "საქენერგოგაწყობა", ელექტრომონტიორი; 1975 წლიდან - ამიერკავკასიის სპეც. გაწყობა-გაშვების სამმართველო; 1983 წლიდან - "საქმთავარენერგოს" თბილისის თბოქსელში უფროსი დისპეტჩერი, "საქმთავარენერგოს" იმედიანობის სამსახურის უფროსი, "ტყვარჩელსრესის" მთავარი ინჟინერი, "საქენერგოს" ცენტრალური სადისპეტჩერო სამსახურის უფროსი დისპეტჩერი; 1994-1995წწ. - რუსეთის ფირმა "ემპოლის" დირექტორის მოადგილე. გავლილი ჰქონდა სწავლების კურსები ლიტვასა და პოლონეთში. 1999-2001წწ. - სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული სამმართველოს უფროსი; 2001-2002წწ. - "ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის" თავმჯდომარის მოადგილე; 2002 წლიდან - საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, ელექტროენერგიის აღრიცხვის და მომხმარებლებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.343
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |