The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბრენდან ქუიგლი

ბრენდან ქუიგლი
Date of birth:26 September, 1966  (58 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ჩრდილოეთ ირლანდია.

დაამთავრა ლიდსის უნივერსიტეტის (გაერთიანებული სამეფო) საინჟინრო ფაკულტეტი 1988 წელს.

2003-2014წწ. მუშაობდა ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციასა და გაფართოებაზე სამხრეთ აფრიკაში, ავსტრალიაში, გაერთიანებულ სამეფოში, შვეიცარიაში, თურქეთში, ირანში, სერბეთში, ნეპალში, ბრაზილიაში, ლესოტოში, ანგოლაში, პორტუგალიაში, საქართველოში. მისი აქტიური მონაწილეობით საქართველოში განხორციელდა ხუდონჰესის (700 მვტ) და ნამახვანის ჰესების კასკადის (450 მვტ) ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების განახლება, ნენსკრა ჰესის (300 მვტ), ონის ჰესების კასკადის (300 მვტ), ხობის ჰესების კასკადის (85 მვტ), ლუხუნის ჰესების კასკადის (35 მვტ), ახმეტა ჰესის (10 მვტ) პროექტები, ვარდნილ ჰესების კასკადის რეაბილიტაცია (340 მვტ), ჟინვალ ჰესის კაშხლის საცემენტაციო ფარდისა და გამყვანი გვირაბის რეაბილიტაცია და სხვა. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საინჟინრო საზოგადოების მიერ ლიცენზირებული მშენებელ-ინჟინერი და მშენებელ-ინჟინერთა ინსტიტუტის წევრი, ექსპერტი ჰიდროენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმარებასა და მართვაში.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.344


Share: