The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ისლამ ფილფანი

ისლამ ფილფანი
Legal name:ეფთიმე ფილფანი
Date of birth:1 May, 1934
Date of death:2017  (at 82 years)
Category:Singer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ლენჯერი, მესტიის რაიონი.

დაამთავრა თბილისის ს. ზაქარიაძის სახელობის კულტ-საგანმანათლებლო სასწავლებელი 1964 წელს.

1966 წელს დანიშნეს მესტიის 7 წლიანი მუსიკალური სკოლის დირექტორად და სკოლა-ინტერნატის სიმღერისა და ცეკვის გუნდის ხელმძღვანელად; 1967 წელს სათავეში ჩაუდგა მესტიის სიმღერისა და ცეკვის გუნდს "რიჰოს", რომელიც სხვადასხვა დროს არა ერთ ფესტივალსა და კონკურსში გამარჯვებული გამოვიდა. საგასტროლო მოგზაურობით შემოიარა გერმანია, საფრანგეთი და ჰოლანდია. 1998 წელს მიწვეული იყო ქ. პარიზში, 2002 წელს პოლონეთში ქართულ-სვანური სიმღერების მასწავლებლად. 2009 წელს ოჯახთან ერთად მონაწილეობდა პოლონეთის ქალაქ ვროცლავის ფესტივალში. 1985 წელს ჩამოაყალიბა სვანური სიმღერების გადამრჩენი "რიჰო", რომლებმაც შემოიარეს სვანური სოფლები და ბევრი ახალი სიმღერა აღმოაჩინეს და ჩაიწერეს, დაამუშავეს და შემოინახეს. ამ მასალას დაემატა მამისგან და ბიძისგან ნასწავლი სიმღერები და ყოველივე აღნიშნული 2000 წელს ჩაიწერა კულტურული მემკვიდრეობის ფონდმა აუდიო, ვიდეო და სანოტო ფორმით. 2010 წელს მის მიერ იგივე ფორმის პროექტი გაკეთდა ამერიკის მხარდაჭერით, რომელიც წიგნად იქნება გამოცემული. 2008 წელს საქართველოს კულტურის სამინისტრომ კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გადაუხადა შემოქმედებითი მოღვაწეობის 60 წლის და დაბადებიდან 75 წლის იუბილე. ქართული და სვანური კულტურის მოღვაწე.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.357; ქართული ვებგვერდი კულტურასა და ხელოვნებაზე: artinfo.ge


Share: