The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ქურციკიძე

დავით ქურციკიძე
დაბადების თარიღი:24 დეკემბერი, 1960  (64 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი სპეციალობით "ელექტრული ქსელები და სისტემები" ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1982 წელს.

1983-1986წწ. - "საქმთავარენრგოს" ცენტრალური სადისპეტჩერო სამსახური, დისპეტჩერი, უფროსი ინჟინერი; 1988-1989წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის "ელექტრული ქსელებისა და სისტემების" კათედრაზე უფროსი ლაბორანტი, ასისტენტი; 1992-2001წწ. - "საქმთავარენერგოში" გამანაწილებელი ქსელების სამსახურში წამყვანი ინჟინიერი, მაღალი ძაბვის ელ. ქსელების სამსახურის წამყვანი ინჟინერი, მაღალი ძაბვის ელ. ქსელების სამსახურის უფროსი; 2001-2004წწ. - "ელექტროგადაცემის" ტექნიკური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ექსპლუატაციისა და რემონტების სამსახურის უფროსის მოადგილე; 2004-2011წწ. - შპს სსე-ს ექსპლუატაციისა და რემონტების სამსახურის უფროსის მოადგილე, შპს სსე-ს ექსპლუატაციის ტექნიკური მომსახურების განყოფილების უფროსი, პროექტების დეპარტამენტში პროექტების ხელმძღვანელი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.345-346


გააზიარე: