The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ქურციკიძე

გიორგი ქურციკიძე
დაბადების თარიღი:1918
გარდაცვ. თარიღი:1997  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: წყალტუბოს რაიონი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი სპეციალობით "სამრეწველო საწარმოთა ელექტრომოწყობილობები" 1942 წელს.

1942-1952წწ. მუშაობდა თელასში სხვადასხვა თანამდებობებზე; 1952 წლიდან - საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში "ელსადგურების, ქსელების და სისტემების" კათედრაზე ასისტენტად; 1953-1955წწ. სწავლობდა ასპირანტურაში. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1957). 1959 წელს არჩულ იქნა "ელსადგურების, ქსელებისა და სისტემების" კათედრის დოცენტად; 1963-1966წწ. მუშაობდა ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ; 1974 წელს აირჩიეს "ელექტრული სადგურების, ქსელებისა და სისტემების" კათედრის გამგედ, 1975 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. დაამუშავა ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის და განაწილების სპეციალობის მაპროფილებელი დისციპლინების ახალი სასწავლო პროგრამები და მეთოდური მითითებები. არის სახელმძღვანელოების და დამხმარე სახელმძღვანელოების ავტორი. იყო ენერგეტიკული დარგის მრავალი საკავშირო თუ რესპუბლიკური სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციისა და სემინარის მონაწილე. დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.346


გააზიარე: