შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პაატა სილაგაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1998-1999წწ. მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთო სასამართლოების მატერიალური ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტში სპეციალისტად; 1998-2004წწ. თბილისის საოლქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ; 2004-2006წწ. საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტში კონსულტანტისა და უფროსი კონსულტანტის თანამდებობებზე; 2006-2008წწ. იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და თავმჯდომარე. 2008-2019წწ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე; 2017-2019წწ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის თავმჯდომარე; 2019 წლის ივნისში დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. 2021 წლის სექტემბრიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |