შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ ღლონტი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტერმეზი (უზბეკეთი). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით მექანიკა 1968 წელს; სპეციალობით, გეოფიზიკა - 1976 წელს და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, სპეციალობით ნავთობისა და გაზის საბადოების გეოლოგია - 1986 წელს. 1968-1993წწ. მუშაობდა "საქნავთობგეოფიზიკის" ტრესტში, სეისმურ პარტიებში და ექსპედიციებში სხვადასხვა თანამდებობებზე - რიგითი ინჟინრიდან თემატური პარტიის უფროსამდე და ექსპედიციის მთავარ გეოლოგამდე; 1979-1983წწ. და 1988-1992წწ. კონტრაქტით მუშაობდა ალჟირის ნავთობის კომპანიაში ექსპერტ-გეოფიზიკოსის, მთავარი ინჟინრის, კონტრაქტის ხელმძღვანელის თანამდებობებხე. მისი რეკომენდაციით ალჟირში აღმოჩენილი იქნა სამი ნავთობისა და ერთი გაზის საბადო. საქართველოში მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების ახალი ტექნოლოგიების დანერგვა-სეისმური მონაცემების ციფრულ დამუშავებას და ინტერპრეტაციას, გეოლოგიური ჭრილის პროგნოზირების გეოფიზიკურ მეთოდებს. 1993 წლიდან - "ნავთობგეოფიზიკის" სამმართველოს მთავარი გეოლოგი; 1995 წლიდან - ნავთობის კომპანიის "იორის ველის" კონსულტანტი გეოფიზიკის სფეროში; 1997 წლიდან - ქართულ-ამერიკული ნავთობის ერთობლივი საწარმო "ფრონტერა ისტერნ ჯორჯია", მთავარი გეოფიზიკოსი, მთავარი გეოლოგი. არის მრავალი საფონდო ანგარიშის ავტორი ან თანაავტორი, სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორი, რომლებიც საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთისა და ალჟირის სამეცნიერო გამოცემებშია გამოქვეყნებული. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.349 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |