Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ამირან ფირცხელანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ლატალი, მესტიის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბილოგიის ფაკულტეტი სპეციალობით გენეტიკა 1994 წელს; 1974-1978წწ. სწავლობდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტურაში სამედიცინო გენეტიკის სპეციალობით, 1980 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია გენეტიკაში. 1978-1983წწ. მუშაობდა კ. ჩაჩავას სახელობის მეანობისა და გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტში უფროს მცნიერ თანამშრომლად და გენეტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელად; 1986 წელს იგი გადავიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მუშაობა დაიწყო გენეტიკის კათედრის დოცენტად; 1995 წლიდან არის ამავე კათედრის პროფესორი. მისი სამეცნიერო კვლევები ძირითადად შეეხება სხვადასხვა გარემო ფაქტორების (პესტიციდების, სასუქების, კანცეროგენებისა და ვირუსების) მავნე ზემოქმედების დადგენას გენეტიკურ აპარატზე და აგრეთვე ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების (კომპლექსური ვიტამინები, ინტერფეროვანი, ბიოენერგო-აქტივატორები) ანტიმუტაგენური მოქმედების შესწავლას. შესრულებული აქვს 75 სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც გამოიცა საქართველოსა და უცხოეთის სამეცნიერო ჟურნალებში. პროფ. რ. გახოკიძესთან ერთად გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია, რომელიც 2011 წელს აშშ-ში, ქ. ნიუ-იორკში გამოქვეყნდა. მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.363; მართლმადიდებლური ჟურნალი "კარიბჭე": karibche.ambebi.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |