შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი გზობავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1999 წელს; 1996 წელს გაიარა IBM PC ტიპის კომპიუტერების შემსწავლელი კურსები. 2003 წელს ჩააბარა პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა. 1997-2000წწ. მუშაობდა თბილისის რეგიონის სამხედრო პროკურატურაში, პროკურორის ტექნიკურ თანაშემწედ; 2000 წელს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტში პირადი შემადგენლობის ინსპექტორად; 2001-2002წწ. იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უსაფრთხოების დეპარტამენტის ინსპექტორი; 2002-2003წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოკვლევის განყოფილების ინსპექტორი; 2003-2004წწ. საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურატურის პროკურორი; 2004-2006წწ. ეწეოდა კერძო იურიდიულ საქმიანობას. 2006-2008წწ. იყო "ООО Параграф Плюс"-ის გაყიდვების მენეჯერი (კიევი, უკრაინა); 2008-2010წწ. "Freelancer"-ის კორპორატიული იურისტი; 2010-2013წწ. შპს. "აკრიანის" კომერციული დირექტორი; 2013-2016წწ. შპს. "არტჰაუსის" აღმასრულებელი დირექტორი; 2015-2023წწ. აიპი "განათლება ყველა ბავშვს" იურისტი; 2022-2023წწ. ადვოკატი საადვოკატო ბიურო "ავტოადვოკატში"; 2023 წლის მაისიდან არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |