Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ტრისტან ბენაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ქვემო ბოდბე, სიღნაღის რაიონი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 1998 წელს; საქართველოს ღია ჰუმანიტარული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, მინიჭებული აქვს სამართლის მაგისტრის ხარისხი. 1999 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის საკვალიფიკაციო გამოცდა. 2007 წელს საქართველოს პარლამენტში გაიარა ტრენინგები: პარლამენტის საზედმხედველო ფუნქციები; პრაქტიკული სამართალი; 2010 წელს საქართველოს კონტროლის პალატის კურსები: ეფექტიანობის აუდიტი; საერთაშორისო ფინანსური აუდიტი; 2014 წელს ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი "საერთაშორისო სახლში"; 2014 წელს მარეგულირებელი აუდიტის კურსი USAID ეგიდით (აშშ, ლიუვილი, კენტაკი, ლანსინგი, მიჩიგანი); 2015 წელს ენერგეტიკის საერთაშორისო ასოციაციის კურსი ენერგეტიკის რეგულირების შესახებ (ERRA, უნგრეთი, ბულგარეთი). 1999-2000წწ. იყო თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწე; 2000-2005წწ. ჯერ თბილისის საოლქო სასამართლოს ექსპედიციის განყოფილების გამგე და შემდეგ ამავე სასამართლოს საერთო განყოფილების უფროსი; 2006-2008წწ. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მთავარი სპეციალისტი (კომიტეტის იურისტი); 2008-2011წწ. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი და შემდეგ კონტროლის პალატის მთავარი აუდიტორი. 2011-2023წწ. მუშაობდა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიაში სხვადასხვა პოზიციებზე: კომისიის მრჩეველი, კომისიის მთავარი სპეციალისტი (სამართლებრივი მიმართულებით), დირექტორის მოადგილე (სამართლებრივი მიმართულებით) და ხარისხის მართვის კოორდინატორი. 2023 წლის მაისიდან არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |