The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გოდერძი ყიასაშვილი

გოდერძი ყიასაშვილი
Date of birth:1938
Date of death:2023  (at 85 years)
Category:Inventor, Public official, Engineer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი თოხლიაური, საგარეჯოს რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი სამრეწველო თბოენერგეტიკის სპეციალობით 1962 წელს.

მუშაობდა ქ. რუსთავის გაზისა და თბომეურნეობის ტრესტში მთავარ მექანიკოსად, ავარიული სამსახურის უფროსად და მთავარი ინჟინრის მოადგილედ; 1963-1980წწ. - თბილსრესში ტურბინის საამქროს ცვლის უფროსი, ბლოკის მორიგე ინჟინერი, ტექნიკური განყოფილების უფროსის მოადგილე, თბოდანადგარების გამართვის და ავტომატიკის სამსახურის უფროსი, მთავარი ინჟინრის მოადგილე. მონაწილეობდა რვა ენერგობლოკის გაშვებაში, მათ გამართვა-ათვისებაში. 1978-1979წწ. - გარდაბნის მუყაო-რუბეროიდის ქარხნის დირექტორი; 1980-1996წწ. - "საქმთავარენერგოში" (1993 წლიდან - დეპარტამენტ "საქენერგოში") სამსახურის უფროსი, ტექნიკური განყოფილების უფროსი, მთავარი ინჟინრის მოადგილე, ტექნიკური სამმართველოს უფროსი. ერთი წლით მივლინებით მუშაობდა ტყვარჩელსრესის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად; 1996-2005წწ. - სსიპ "ენერგოგენერაციის" ტექნიკური სამმართვცელოს უფროსი. მონაწილეობდა საქართველოს ენერგეტიკის განვითარებისა და სტრატეგიის პროგრამების დამუშავებაში, ორი ენერგობლოკის (თითოეული 300 მვტ) გაშვებასა და გამართვა-ათვისებაში. 1980-1985წწ. - საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში კითხულობდა ლექციებს თბოსადგურების ექსპლუატაციის საკითხებზე. 1996-2001წწ. - "თბილსრესის" მეთვალყურეთა საბჭოს თავმჯდომარე; 2005-2010წწ. თბილსრესში მთავარი სპეციალიტი და კონსულტანტი. არის რამდენიმე გამოგონების ავტორი, რომელიც დაინერგა თბილსრესში, ტყვარჩელსრესში, ენგურჰესში, რუსეთის ენერგეტიკულ ქარხნებში. საქპატენტის მიერ 2006 წლის 15 მარტს (N4129) გაცემულია საავტორო უფლება "მბრუნავი ოთხტაქტიანი როტორ-დგუშიანი შიდაწვის ძრავა". 1992-2002წწ. გაიარა სტაჟირება აშშ-ში, ირლანდიაში, პოლონეთში, ლიტვაში, თურქეთში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის, სამკერდე ნიშანი "გოელროს 60 წლისთავი", ქ. თბილისის მერის საპატიო სიგელი, დარგობრივი პროფკავშირის საპატიო სიგელი და სხვა. არის წიგნის "საქართველოს ელექტროენერგეტიკის ისტორიის" თანაავტორი, რომელიც მოიცავს ჩვენი ქვეყნის ელექტროენერგეტიკის განვითარების 100 წელზე მეტ პერიოდს (1889-1999წწ.).

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.355

Member of Organizations

  • საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, ნამდვილი წევრი (2000-)
  • საქართველოს ენერგეტიკის ვეტერანთა კავშირი, წევრი (2008-)

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ენერგეტიკოსი
  • ღირსების ორდენი

Bibliography


Share: