The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სტეფანე ყირქესალი

სტეფანე ყირქესალი
ოფიციალური სახელი:სტეფანე ყირქესალიშვილი
დაბადების თარიღი:7 მარტი, 1890
გარდაცვ. თარიღი:30 სექტემბერი, 1937  (47 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ახალციხე.

დაამთავრა თბილისის კომერციული სასწავლებელი 1909 წელს; 1914-1916წწ. სწავლობდა პეტერბურგის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროტექნიკურ განყოფილებაზე.

სტუდენტობის პერიოდში პარალელურად მუშაობდა ყირიმის ელექტრული რკინიგზის საპროექტო ბიუროში ტექნიკოსად. ბიუროს ხელმძღვანელობდა გამოჩენილი რუსი მეცნიერი, ელექტრული წევის საბჭოთა სკოლის დამაარსებელი პროფესორი ა. ვ. ვულფი; 1913 წლიდან მუშაობდა არსენალზე სამხედრო სატექნიკო საამქროს უფროს ინჟინრად; 1920 წლიდან - გზათა დეპარტამენტში რკინიგზის სამსახურის სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებლად; 1921 წლიდან - ამიერკავკასიის რკინიგზის სამსახურის ელექტროფიკაციის ურლტეხილების უფროს ინჟინრად; კითხულობდა ლექციებს საქართველოს უნივერსიტეტში პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე, რომელსაც უნდა მოემზადებინა ელექტროწევის სპეციალისტები; საფუძველი ჩაუყარა ელექტრომანქანების კათედრას, რომელსაც დაარსებიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა; ინჟინერთა პირველი გამოშვებისთანავე პოლიტექნიკური ფაკულტეტი გამოეყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს; 1923 წელს ამიერკავკასიის რკინიგზაზე მისი აქტიური მონაწილეობით შეიქმნა სურამის უღელტეხილის ელექტროფიკაციის ბიურო, რომელსაც შემდგომ ხელმძღვანელობდა; მონაწილეობდა შაორისა და ტყიბულის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში; შაორჰესი აშენდა ამიერკავკასიის რკინიგზების ელექტრული წევის და დატვირთვების კვებისათვის; მისი ხელმძღვანელობით დაპროექტდა და შემდეგ აშენდა ზაჰეს-რიონჰესის 110კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი, დამუშავდა წევის ქვესადგურების განლაგებისა და სიმძლავრის საკითხები; შერჩეულ იქნა ელმავლების საჭირო პარამეტრები, დაპროექტდა და აშენდა ხაშურის საელმავლო დეპო, ჭიათურის ხაზების, ბაკურიანის მთა-გორიანი შტოების, თბილისი-ხაშურის ვაკეუბნების და სხვა ელექტროფიკაციის დაგეგმარება დაიწყო მისივე თაოსნობით; სურამის უღელტეხილის საელექტრომავლო წევის ექსპლუატაციის დაწყება საზეიმოდ აღინიშნა 1932 წლის 15 აგვისტოს; გამოსცა პირველი ქართული სახელმძღვანელო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტებისათვის - "სინქრონული მანქანები" და "ცვლადი დენის თეორია", შედგენილი მახარაძესთან ერთად; 1934 წელს მიიღო პროფესორის წოდება; 1935 წელს გამოსცა ტრანსფორმატორების დაპროექტების დამხმარე სახელმძღვანელო; 1930 წლიდან სამუშაოდ გადავიდა ამიერკავკასიის რკინიგზის საგეგმო განყოფილებაში; აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ საქმიანობაში, სამეცნიერო შეხვედრებსა და დისკუსიებში; უშუალოდ იყო ჩართული ახალგაზრდა ინჟინრების მომზადებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში; ალექსანდრე დიდებულიძესთან, ალექსანდრე მესხიშვილსა და ლევან ხიზანიშვილთან ერთად ქართული ელექტროტექნიკური განათლების ფუძემდებელია; 1937 წლის 16 ივლისს დააპატიმრეს. მას ბრალად დასდეს კონტრრევოლუციონერული საქმიანობა. 30 სექტემბერს დახვრიტეს. სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 09.07.1955 წლის განჩინებით, №4н-07999/55 საქმე შეწყდა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.356; საარქივო და მეხსიერების კვლევები: historyproject.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო რკინიგზელის სამკერდე ნიშანი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: