| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სალომე ქურასბედიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 2014 წელს; ტულუზის უნივერსიტეტი საერთაშორისო და ევროპული სამართალის სპეციალობით 2017 წელს; ტულუზის უნივერსიტეტი საერთაშორისო ეკონომიკური სამართალის სპეციალობით 2020 წელს. 2014 წელს იყო კორძაძის საადვოკატო ბიუროს სტაჟიორი; 2014-2015წწ. ა(ა)იპ "ადვოკატთა ალიანსის" იურისტი; საადვოკატო ბიურო Legal Consulting Group-ის იურისტი (2014); შპს "მდინარაძე და ადვოკატების" იურისტი (2015); 2015-2016წწ. შპს "ფრეგოს" იურისტი; 2017-2019წწ. საქართველოს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" აპარატის თანამშრომელი; 2020-2021წწ. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული; 2021-2023წწ. საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატის აპარატის უფროსი; 2023 წლიდან საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

