The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ გურასპაშვილი

ზურაბ გურასპაშვილი
დაბადების თარიღი:14 ივლისი, 1982  (42 წლის)
კატეგორია:იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხეთის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი 2004 წელს.

2004 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა. 2006-2023წწ. პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის პერიოდში, გავლილი აქვს კვალიფიკაციის ამაღლების არაერთი კურსი, მათ შორის სპეციალური სწავლება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, ფსიქოლოგიასა და არასრულწლოვანთა ურთიერთობის მეთოდიკაში - მიენიჭა სპეციალიზირებული პროკურორის სტატუსი. 2006 წელს იყო სტაჟიორი საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და შემდეგ ისანი-სამგორის რაიონულ პროკურატურაში. 2000-2010წწ. მუშაობდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორის მოადგილედ; 2011 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე, იუსტიციისა და განათლების სამინისტროების მხარდაჭერით სასწავლებლად იმყოფებოდა დიდი ბრიტანეთში, ინგლისში, ქ. კემბრიჯში, რეგენტის ინგლისური ენის შემსწავლელ სკოლაში. 2011-2014წწ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურორის მოადგილედ; 2014-2017წწ. ძველი თბილისის რაიონული პროკურორის მოადგილედ; 2017-2023წწ. მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში საგამოძიებო სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. 2023 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, არამოსამართლე წევრი (2023-)
  • საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, წევრი

გააზიარე: