The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ჩხობაძე

ოთარ ჩხობაძე
დაბადების თარიღი:23 ივლისი, 1923
გარდაცვ. თარიღი:15 ივლისი, 1998  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი 1944 წელს.

1944-1948წწ. მუშაობდა ცაგერის რაიონის სოფელ ოფიტარას, 1949-1956წწ. ვანის რაიონის სოფლების უხუთის და ბზვანის ამბულატორიების გამგედ. 1956 წლიდან მუშაობდა ქუთაისის ს. ორჯონიკიძის სახელობის საავტომობილო ქარხნის სამედიცინო-სანიტარულ ნაწილში. 1958 წლიდან იყო მთავარი ექიმი. მისი მოღვაწეობის პერიოდში ავტოქარხანაში უძლიერესი სამედიცინო დაწესებულება ჩამოყალიბდა, მასში შედიოდა მრავალპროფილიანი სტაციონარი 450 საწოლზე, პოლიკლინიკა, ჯან-დაცვის პუნქტები და პათოლოგიური ცენტრი. 1998 წლიდან ოთარ ჩხობაძის სახელს ატარებს ქუთაისში მისივე დაარსებული ავტოქარხნის საავადმყოფო. ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში არის ოთარ ჩხობაძის ქუჩა. ექიმი-თერაპევტი.

წყარო: ო. ჩხობაძის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სარეაბილიტაციო კლინიკური ცენტრი: facebook.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1949-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1984 - სსრკ სახალხო ექიმი
  • 1969 - საქართველოს დამსახურებული ექიმი

გააზიარე: