| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ ჩხობაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ინაშაური, ვანის რაიონი. დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1944 წელს. 1944-1948წწ. მუშაობდა ცაგერის რაიონის სოფელ ოფიტარას, 1949-1956წწ. ვანის რაიონის სოფლების უხუთის და ბზვანის ამბულატორიების გამგედ. 1956 წლიდან მუშაობდა ქუთაისის ს. ორჯონიკიძის სახელობის საავტომობილო ქარხნის სამედიცინო-სანიტარულ ნაწილში ექიმი-თერაპევტი. 1958 წლიდან იყო მთავარი ექიმი. იგი საუკეთესო ჯანდაცვის ორგანიზატორი იყო. მისი მოღვაწეობის პერიოდში ავტოქარხანაში უძლიერესი სამედიცინო დაწესებულება ჩამოაყალიბა, აშენდა ახალი საავადმყოფო, ახალი კორპუსითა და 450 საწოლით. აშენდა თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით აღჭურვილი პოლიკლინიკა, ჯანდაცვის პუნქტები და პათოლოგიური ცენტრი, რომელიც ემსახურებოდა არა მხოლოდ ქალაქსა და ქარხნის მოსამსახურეებს, არამედ მთელ დასავლეთ საქართველოს. იყო 15-მდე ნაბეჭდი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. 1998 წლიდან ქუთაისში მის მიერ დაარსებულ ავტოქარხნის საავადმყოფოს და ქუჩას ოთარ ჩხობაძის სახელი ეწოდა. მინიჭებული აქვს სსრკ სახალხო ექიმის წოდება (1984). ექიმი-თერაპევტი, ჯანდაცვის ორგანიზატორი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.487-488 Member of Organizations
Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

