შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბიძინა ყიფიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1939 წელს. 1940-1945წწ. - ტყვარჩელის თბოელექტროსადგურის მორიგე ინჟინერი; 1945-1947წწ. - "საქენერგოს" ცენტრალური სადისპეტჩეროს დისპეტჩერი; 1948 წლიდან - ხრამჰეს-1 ელექტროსაამქროს უფროსი; 1954-1957წწ. - ელსადგურის მთავარი ინჟინერი; 1958-1964წწ. - დირექტორი; ამ პერიოდში ჰიდროელექტროსადგურში დაინერგა მრავალი ტექნიკური სიახლე, მათ შორის, ელსადგურის მართვის სრული ავტომატიზაცია და ტელემექანიზაცია; 1963 წელს მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა ხრამჰეს-2-ის ექსპლუატაციაში მიღება და ათვისება; 1964 წლიდან თბილისის დისპეტჩერული და ტექნოლოგიური მართვის საშუალებათა საქსელო საწარმოს უფროსი. მრავალი რაციონალიზატორული წინადადებისა და გამოგონების ავტორი. დაჯილდოებული იყო ორდენებით და მედლებით. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.357 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |