შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ანანოვი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა მოსკოვის ლაზარევის აღმოსავლურ ენათა ინსტიტუტი. XIX საუკუნის 60-იან წლებში ჩამოვიდა საქართველოში და სათავეში ჩაუდგა სატყეო მეურნეობას, რომელიც ქუთაისის გუბერნიაში მისმა ძმამ ივანემ შეიძინა. ინვესტიციები ჩადო დასავლეთ საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში, გააშენა ზვარი, სოფელ ვარციხეში ააგო ღვინის ქარხანა, ჩამოიყვანა სპეციალისტები საფრანგეთიდან და დაიწყო ღვინისა და კონიაკის წარმოება. ამასთან, შეიძინა ათეულობით ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომლის უმეტეს ნაწილს ადგილობრივ გლეხებზე იჯარით გასცემდა, რაც მისი შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროს წარმოადგენდა. მოგვიანებით გახდა ბაქოს ნავთობმრეწველთა ამხანაგობის "მები მირზოევები და კომპანიის" მსხვილი აქციონერი და დაიკავა ამხანაგობის გამგეობის თავმჯდომარის პოსტი. სათავეში ედგა კავკასიის სომეხთა საქველმოქმედო საზოგადოებას, შედიოდა სხვა არაერთი საქველმოქმედო ფონდის მმართველობაში და ინდივიდუალურადაც ეწეოდა ქველმოქმედებას, 1864 წელს დააფინანსა 10 სომეხი მოზარდის მოსკოვში გაგზავნა იქაურ მექანიკურ ქარხანაში, საიუველირო და სამკერვალო სახელოსნოებში, ფერწერის, ქანდაკებისა და არქიტექტურის სასწავლებლებში პროფესიების დასაუფლებლად. სომეხ ჭაბუკებს საკონდიტრო საქმის შესასწავლად გზავნიდა საფრანგეთში და სხვ. 1890 წელს ქალაქის ბურჟუაზიულმა წრეებმა თბილისის თვითმმართველობის ხმოსნად აირჩიეს. ცნობილი კომერსანტი და ქველმოქმედი 1909 წელს თბილისში გარდაიცვალა. ანდერძით მან სომეხთა საქველმოქმედი საზოგადოებას მნიშვნელოვანი თანხა დაუტოვა. ივანე ანანოვის ძმა. წყარო: გამქრალი ანანოვები / თინათინ ფერაძე // გზავნილი ბაღდათიდან.- თბილისი, 2017.- გვ.54-55
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |