შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დემურ ელოშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ორჯონიკიძე. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1969 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო 1962 წელს საქართველოს განათლების სამინისტროს საპროექტო ბიუროში ტექნიკად; 1965 წელს სწავლის პარალელურად მუშაბს ს.ი. "საქქალაქმშენსახპროექტში" ტექნიკ-არქიტექტორად; 1969-1970წწ. განაწილებით მუშობს ქ. კუიბიშევში ს.ი. "გიდროპროექტსა" და ს.ი. "გრაჟდანპროექტში" არქიტექტორად, სადაც მონაწილეობს ჰიდროელექტროსადგურებისა და და ქ. კუიბიშევის ცენტრის რეკონსტრუქციის პროექტებზე; 1969 წელს ქ. ბუენოს აირესში, არქიტექტორთა კონგრესზე, მის სადიპლომო ნამუშევარს "დასახლება 1000 ოჯახზე მთიან რაიონში" მიენიჭა საერთაშორისო არქიტექტორთა კავშირის ადოლფ ლოოსის სახელობის უმაღლესი "ვენის პრემია"; 1970-1975წწ. მუშაობს ს.ი. "საქქალაქმშენსახპროექტში" უფროს არქიტექტორად; 1975-1980 წწ. ტექნიკური ესთეტიკის საკავშირო კვლევითი-სამეცნიერო ინსტიტუტის საქართველოს ფილიალში წამყვან არქიტექტორად, შემდგომ სექტორის უფროსად; პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სამხატვრო აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე; 1980-1983წწ. ჯერ საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტურ საპროექტო ბიუროს უფროსად და შემდგომ კომკავშირულ ქალაქ ბორის ძნელაძის ხელოვნების ცენტრის დირექტორად; 1983 წლიდან მუშაობს ქ. მარნეულის მთავარ არქიტექტორად; 1990-2006წწ. მარნეულის რაიონის მთავარი არქიტექტორია; 2006-2010წწ. მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მთავარ სპეციალისტად; 2011 წლიდან შ.პ.ს. "არქიტექტურა-მ"-ს დირექტორია; იგი ავტორია ან თანაავტორია პროექტებისა: პანსიონატები ქობულეთსა და ყვარლის ტბაზე, ტურისტული კომპლექსი გაგრაში, სათხილამურო ბაზები მესტიასა და ლენტეხში, დიზაინ პროგრამები ზუგდიდის ფაიფურისა და თბილისის ინსტრუმენტალური ქარხნებისა, თბილიში ჩაის სახლისა და ბათუმში სტალინის ქუჩისა; მოქანდაკეების ჯგუფთან ერთად ავტორია მემორიალებისა ჩხოროწყუში, წალენჯიხაში, ქუთაისში, ახალქალაქში; მისი პროექტებით აშენდა დავით აღმაშენებლის ეკლესია ქალაქ მარნეულში და თამარ მეფის ეკლესია სოფელ თამარისში; მარნეულის რაიონში დაპროექტებული აქვს (არქიტექტორ მ. ფალავადიშვილთან ერთად) და განხორციელებულია მრავალი ინდივიდუალური და მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები, სამრეწველო და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები; ავტორია ან თანაავტორი პლაკატების სერიებისა სხვადასხვა თემატიკაზე, სასაქონლო ნიშნებისა და ბუკლეტებისა; თანაავტორია ქართულ პერიოდიკაში გამოქვეყნებული წერილებისა არქიტექტურისა და დიზაინის შესახებ, ასევე წიგნისა "დიზაინი ტრადიცია და თანამმედროვეობა", რომელიც არქიტექტურის შესახებ 2007 წლის საუკეთესო წიგნად იქნა აღიარებული; იყო ახალგაზრდა არქიტექტორთა კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს კომკავშირის ცკ-ს შემოქმედებითი ახალგაზრდობის ცენტრის პრეზიდიუმის წევრი, დიზაინერთა საერთაშორისო კონგრესის მონაწილე ქ. დუბლინში (1978), მისი ბიოგრაფია შეტანილია ქართველ არქიტექტორთა 1999 წლის ბიოგრაფიულ ლექსიკონში. წყარო: არქიტექტორი დემურ ელოშვილი : ალბომი .-თბ.,2023.-გვ. 82 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |