შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით შავგულიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქუთაისის გუბერნია. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1931 წელს. 1931-1939წწ. - "საქსოფლელექტროს" საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო განყოფილების ინჟინერი, საქართველოს მაღალი ძაბვის ელექტროქსელების სამმართველოს ქუთაისის უბნის უფროსის მოადგილე, რიონჰესის მორიგე ინჟინერი, თბილისში ცენტრალური სადისპეტჩერო პუნქტის დისპეტჩერი, "საქენერგოს" მესამე საქსელო რაიონის მთავარი ინჟინერი, სამტრედიის რაიონული სადისპეტჩერო სამმართველოს უფროსი; 1939-1953წწ. - რიონჰესის ელექტროსაამქროს უფროსი; 1959-1955წწ. - გუმათჰესის მშენებლობის მთავარი ენერგეტიკოსი; 1955-1958წწ. - ლაჯანურჰესის და მშენებარე გუმათჰესების დირექტორი; 1958-1978წწ. - გუმათჰესების კასკადის დირექტორი; 1958-1967წწ. - საქართველოს კპ ქუთაისის რაიკომის პლენუმის წევრი, ქუთაისის საქალაქო კომიტეტის წევრი, ქუთაისის მშრომელთა საქალაქო საბჭოს დეპუტატი. 1974 წლიდან გარდაცვალებამდე - "საქენერგოს" სასწავლო კომბინატის დირექტორის მოადგილე. დაჯილდოებული იყო ორდენებითა და მედლებით. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.360 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |