The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ შავგულიძე

თამაზ შავგულიძე
დაბადების თარიღი:1926
გარდაცვ. თარიღი:1974  (48 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

1943-1945წწ. სწავლობდა თბილისის საავიაციო ტექნიკუმში; 1945-1950წწ. - საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.

1950 წლიდან მუშაობდა ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენში" რიგითი ინჟინრის თანამდებობაზე; 1954 წლიდან - ამავე ტრესტის N1 სამონტაჟო სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1957 წლიდან - ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენის" N8 მექანიზებული კოლონის მთავარი ინჟინერი; 1961 წლიდან - ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენის" N1 მექანიზებული კოლონის უფროსი; 1965 წლიდან - N90 მექანიზებული კოლონის უფროსი; 1974 წლიდან - ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენის" მმართველის მოადგილე. მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი 110 კვ ელექტროგადამცემი ხაზის "არარატი-ნორაშენინამახვანის" და 330 კვ "ათარბეკიან-აქსტაფის" მშენებლობაში, რისთვისაც მიღებული ჰქონდა სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების საპატიო სიგელები; N90 კოლონაში მუშაობის პერიოდში აშენდა მრავალი 35, 110, 220 კვ ქვესადგური, მათ შორის, 220 კვ ქვესადგურები: დიდუბე, გლდანი, ხაშური, ნავთლუღი, 110 კვ - წყალტუბო, ქუთაისი 2, ნავთლუღი, წინანდალი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.361


გააზიარე: