Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამაზ შავგულიძე![]()
Biography1943-1945წწ. სწავლობდა თბილისის საავიაციო ტექნიკუმში; 1945-1950წწ. - საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1950 წლიდან მუშაობდა ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენში" რიგითი ინჟინრის თანამდებობაზე; 1954 წლიდან - ამავე ტრესტის N1 სამონტაჟო სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1957 წლიდან - ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენის" N8 მექანიზებული კოლონის მთავარი ინჟინერი; 1961 წლიდან - ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენის" N1 მექანიზებული კოლონის უფროსი; 1965 წლიდან - N90 მექანიზებული კოლონის უფროსი; 1974 წლიდან - ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენის" მმართველის მოადგილე. მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი 110 კვ ელექტროგადამცემი ხაზის "არარატი-ნორაშენინამახვანის" და 330 კვ "ათარბეკიან-აქსტაფის" მშენებლობაში, რისთვისაც მიღებული ჰქონდა სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების საპატიო სიგელები; N90 კოლონაში მუშაობის პერიოდში აშენდა მრავალი 35, 110, 220 კვ ქვესადგური, მათ შორის, 220 კვ ქვესადგურები: დიდუბე, გლდანი, ხაშური, ნავთლუღი, 110 კვ - წყალტუბო, ქუთაისი 2, ნავთლუღი, წინანდალი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.361
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |