The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მირონ ფირცხელანი

მირონ ფირცხელანი
დაბადების თარიღი:1951  (74 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: მესტიის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის, ენერგეტიკის ფაკულტეტი 1981წელს, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ბიზნესის უმაღლესი სკოლა 1992 წელს; თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო ინსტიტუტი 1993 წელს. 

1973-1975წწ. აქტიურად თანამშრომლობდა სვანეთში ბორის კახიანის მიერ ჩამოყალიბებულ ახალგაზრდულ ორგანიზაციებში; 1981-1966წწ. განაწილებით მუშაობდა ქ. ლენინგრადის ჰიდროელექრომონტაჟის გაერთიანებაში. როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ელექტროსამონტაჟო სამუშაოები შეასრულა ჩრდილოეთ კავკასიაში, სომხეთში, აზერბაიჯანში და საქართველოში (ენგურჰესი, ტყვარჩელჩელსრესი, ჟინვალჰესი). 1994 წლიდან მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. 2010-2012წწ. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში სხვა ავტორებთან ერთად გამოსცა 3 მნიშვნელოვანი წიგნი საქართველოს მთიანი მოსახლეობის სოციალ-ეკონომიკური და დემოგრაფიული განვითარების შესახებ. გამოქვეყნებული აქვს 12 სამეცნიერო ნაშრომი. ენერგეტიკისა და საინჟინრო მეცნიერებათა დოქტორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა – "მართვის ახალი სისტემების დამუშავება და დანერგვა საქართველოს ელექტროენერგეტიკაში", დაიცვა 2012 წელს.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.364

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: