The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ედონ შათირიშვილი

ედონ შათირიშვილი
დაბადების თარიღი:1933
გარდაცვ. თარიღი:2002  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1958 წელს.

მუშაობდა ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენის" N8 მექანიზებულ კოლონაში სამუშაოს მწარმოებლად; 1965 წლიდან - იმავე ტრესტის N90 სამმართველოში სამუშაოს მწარმოებელი, მთავარი ინჟინერი; 1973 წლიდან - სამმართველოს უფროსი. ასრულებდა მაღალი ძაბვის 110, 220, 330, 550 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზებისა და ელექტროქვესადგურების მშენებლობას, მონტაჟს, კერძოდ, 500 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის ენგურის ჰესი - ქს "ცენტრალნაია", 500 კვ აზსრესი - ქს "მუხრანის ველი", 220 კვ ქვესადგურები: "მარნეული", "გლდანი", "გურჯაანი". 110 კვ ქვესადგურები: "ნაფარეული", "ნავთლუღი". დაჯილდოებული იყო სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოებით.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.361-362


გააზიარე: