შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივერი შალამბერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: მესტიის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1970 წელს; ასპირანტურა სპეციალობით "მრეწველობის დაგეგმვა" - 1973 წელს. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მრეწველობის ეკონომიკის კათედრაზე ასისტენტად, უფროს მასწავლებლად; 1980 წლიდან - საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტში ქვეგანყოფილების უფროსი, კრებსითი განყოფილების უფროსის მოადგილე, ფასებისა და ფინანსების განყოფილების უფროსი; 1990 წლიდან - საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და საბჭოთა კავშირის ფასების სახელმწიფო კომიტეტის კოლეგიის წევრი. კურირებას უწევდა ფასწარმოქმნის სახელმწიფო პოლიტიკის საბაზრო მოდელზე რეფორმირების, ფასებისა და ტარიფების ლიბერალიზაციისა და რეგულირების საკითხებს. 1995 წლიდან - სახელმწიფო დეპარტამენტ "საქენერგოს" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ფინანსების დარგში. მუშაობდა ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სექტორის რესტრუქტურიზაციის სახელმწიფო კომისიაში და წვლილი შექონდა სექტორში ძირეული საბაზრო რეფორმირების განხორციელების საქმეში. 1996 წლიდან - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ეკონომიკისა და ფინანსების დარგში. ეწეოდა ინტენსიურ მუშაობას დარგისათვის ინვესტიციებისა და გრანტების მოზიდვისა და ეფექტურად გამოყენების მიმართულებით საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან და სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან. 1999 წლიდან - "ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის" გენერალური დირექტორი; 2003 წლიდან - ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ფასების დეპარტამენტის დირექტორი; 2007 წლიდან - შპს "სოკარ ჯორჯია გაზის" ფინანსური დირექტორი. არის საქართველოს ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირველი კონცეფციის და მონოგრაფიის, "საქართველოს ენერგეტიკული სტრატეგიის" ავტორთა კოლექტივის წევრი. აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის 30-წლიანი სტაჟი, გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო სტატია ეკონომიკისა და ენერგეტიკული სექტორის რეფორმირების საკითხებზე. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.362-363 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |