Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე ანანოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ნერსესის სემინარია. მისი წინაპრები თბილისში ვასპურაკანიდან ჩამოსახლდნენ. მისი ბიოგრაფიის შესახებ ცნობები მწირია. იგი მეუღლესთან ერთად მოსკოვში დასახლდა და ძირითადად იქ საქმიანობდა. მოსკოვში გადასახლების შემდეგ აქტიურად ჩაერთო ჯერ კომერციულ, შემდეგ საფინანსო-საკრედიტო საქმიანობაში, რომელიც ცოტა მოგვიანებით საქართველოშიც-თბილისისა და ქუთაისის კომერციულ ბანკებში განაგრძო. გაზეთ "ივერიის" ცნობით მას აღებ-მიცემობა თხუთმეტი თუმნით დაუწყია და ისე გამდიდრებულა, მილიონის პატრონად ასახელებდნენ. მინიჭებული ჰქონდა ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველის წოდება. ის იყო იმპერატორ ალექსანდრე II-ის ძეგლის მშენებლის ხაზინადარი, ფლობდა აჯამეთის ტყეს და მასთან დაკავშირებულ ხე-ტყის წარმოებას, მრავალ ჰექტარ სახნავ-სათეს მიწასა და ზვრებს. ანანოვის ღვინის რეალიზაციის მთავარი კანტორა თბილისში მდებარეობა, საბითუმო საწყობები და მაღაზიები კი გახსნილი იყო პეტერბურგში, მოსკოვში, ვარშავაში, ბაქოსა და ბათუმში, რომლებშიც ყოველწლიურად სარეალიზაციოდ 29-30 ათასი სათლი (ვედრო) სუფრის ღვინო, 30-40 ათასი ბოთლი შამპანური და 60 ათასი ბოთლი კონიაკი იგზავნებოდა, ანანოვის სასმელები ფართოდ იყო ცნობილი არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ რუსეთის იმპერიის სხვა მხარეებშიც. მისი ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო პროექტი იყო თბილისის წმინდა სტეფანეს სახელობის მონასტერთან სომეხ ქალთა შვიდწლიანი სკოლის დაარსება, რომელიც მან მეუღლის მარინე ანანოვის ხსოვნას მიუძღვნა. 1881 წელს ძმასთან (ალექსანდრე ანანოვი) ერთად დააფუძნა ფონდი 16 ათასი მანეთის კაპიტალით, რომლის პროცენტებით ყოველწლიურად მოსკოვის ლაზარევის ინსტიტუტში ორ-ორი სომეხი სტუდენტის სწავლა ფინანსდებოდა. რუსეთის იმპერიის პირველი გილდიის ვაჭარი, მეცენატი და ფინანსისტი. XIX საუკუნის დასავლეთ საქართველოში ყველაზე მსხვილი მიწათმფლობელი და ცნობილი მეურნე და ვაჭარი. ალექსანდრე ანანოვის ძმა, ალექსანდრე ანანოვის მამა, აბგარ და მიხრან (მაქსიმე) ანანოვების ბაბუა (პაპა). წყარო: გამქრალი ანანოვები / თინათინ ფერაძე // გზავნილი ბაღდათიდან .- თბილისი, 2017.-გვ.54-55
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |