შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაურ გაბესკირია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სენაკი. დაამთავრა ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი ფერწერის დარგში 1950 წელს; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1967 წელს. 1964 წელს მონაწილეობდა საგაზაფხულო და საშემოდგომო გამოფენაში; 1972-1993წწ. მუშაობდა სათამაშოების საწარმოო გაერთიანება "სიხარული"-ს მთავარ მხატვრად; 1973 წლიდან მონაწილეობდა რუსთავში გამართულ ყველა გამოფენაში; 1959, 1970, 1986 წელებში თბილისსა და სენაკში მოეწყო მისი პერსონალური გამოფენა; 1985 წელს მონაწილეობდა შვეციის ქ. კირუნაში გამართულ შვეცია-საქართველოს მეგობრობის დღეებთან დაკავშირებით მოწყობილ გამოფენაში, სადაც მისი ორი ფერწერული ტილო ქ. კირუნას ხელოვნების მუზეუმის საკუთრება გახდა; 1987 წელს მონაწილეობა მიიღო მხატვრის სახლში მოწყობილ საგაზაფხულო გამოფენაში, ამავე წელს, სექტემბერში მონაწილეობდა რესპუბლიკურ გამოფენაში; 1988-1998 წლებში მონაწილეობდა სხვადასხვა გამოფენებში; 2017 წელს ქ. რუსთავის ისტორიული მუზეუმის დარბაზში, მხატვარ ზაურ გაბესკირიას ფერწერული ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა; გამოფენა რუსთავის მერიის "სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრის" ორგანიზებითა და მხატვართა კავშირის "გამას" ხელშეწყობით გაიმართა; მასზე მხატვრის მიერ სხვადასხვა წლებში შექმნილი 60-ზე მეტი ფერწერული ტილო იყო წარმოდგენილი; მხატვრის ფერწერული ტილოები დაცულია როგორც საქართველოს მუზეუმებში, ასევე საზღვარგარეთის მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში. წყარო: ქალაქ რუსთავის "არტ სალონი": artsalon.auf.ge; საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი": interpressnews.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |