The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გულნაზ ერქომაიშვილი

გულნაზ ერქომაიშვილი
Date of birth:4 December, 1958  (66 years)
Category:Economist, Scientist

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარგობრივი ეკონომიკის ფაკულტეტი 1980 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურა 1983 წელს.

1984-1995წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1996-2005წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დოცენტი; 2006-2009წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის კათედრის ასოცირებული პროფესორი; 2005-2008წწ. გამომცემლობა "თამაზ მჭედლიძის სამედიცინო ბიბლიოთეკის" დირექტორი და მთავარი რედაქტორი; 2009-2010წწ. – საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის უნივერსიტეტის სრული პროფესორი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკური პოლიტიკის კათედრის მოწვეული ასოცირებული პროფესორი; 2010 წლიდან ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკური პოლიტიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი, კათედრის ხელმძღვანელის მოადგილე, ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური განათლების ქართულ - გერმანული ინსტიტუტის თანამშრომელი.

კვლევის სფეროები:  საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგიები, საქართველოს ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტები, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ეკონომიკური პოლიტიკა, ინდუსტრიული პოლიტიკა, აგრარული სექტორის ეკონომიკური პოლიტიკა, ტურიზმის პოლიტიკა, ველნეს (WELLNESS) ინდუსტრიის განვითარების პირობები და სტრატეგია საქართველოში, საქართველოს საგადასახადო პოლიტიკა, უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვის მასტიმულირებელი პოლიტიკა, ეროვნული კონკურენტუნარიანობის განმსაზღვრელი ეკონომიკური პოლიტიკა, ეკონომიკური უსაფრთხოების პოლიტიკა და სხვ., მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და პროექტებში: ბრუნელის (ლონდონი) უნივერსიტეტის, დუბლინის (ირლანდია) უნივერსიტეტის ტრინიტი კოლეჯის, პარიზის, რომის, ვენეციის, მადრიდის, ბარსელონას, დუბაის, სტამბულის (მეცნიერების, ინჟინერინგისა და ტექნოლოგიების მსოფლიო აკადემია), ბერლინის (საქართველო-გერმანიის სამეცნიერო-ეკონომიკური ფორუმი), კიოლნის (გერმანია), კიევო-მოგილიანის აკადემიის (უკრაინა), ტრაპზონის (თურქეთი) შავი ზღვის უნივერსიტეტის, ასევე საქართველოს საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებსა და პროექტებში; სალექციო კურსი: ეკონომიკური პოლიტიკა, მეწარმეობის განვითარების ეკონომიკური პოლიტიკა, ინოვაციური სამეწარმეო პოლიტიკა (ბაკალავრიატი), რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკა, ეკონომიკური უსაფრთხოების პოლიტიკა (მაგისტრატურა); არის 190-ზე მეტი ნაშრომის, მათ შორის 8 მონოგრაფიისა და რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორი. მიღებული აქვს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ჟურნალ "საქართველოს ეკონომიკის" პრემია საუკეთესო პუბლიკაციისთვის - "ბიზნესი-ფირმის ფუნქციონირების ძირითადი ასპექტები" (თბილისი, 2007). ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1988), ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი.

წყარო: ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ვებგვერდი: tsu.ge

Member of Organizations

  • ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური განათლების ქართულ - გერმანული ინსტიტუტი, წევრი
  • თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის კონფერენციების კრებულის სარედაქციო კოლეგია, წევრი
  • მეცნიერების, ინჟინერინგისა და ტექნოლოგიების მსოფლიო აკადემიის სარედაქციო საბჭო, წევრი
  • ჟურნალი "ინოვაციური ეკონომიკა და მართვა", სარედაქციო კოლეგიის წევრი
  • საერთაშორისო ჟურნალი "Medicon Agriculture & Environmental Sciences", სარედაქციო კოლეგიის წევრი

Bibliography


Share: