The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალერი შამათავა

ვალერი შამათავა
დაბადების თარიღი:8 თებერვალი, 1944  (82 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1966 წელს.

1961-1963წწ. მუშაობდა ქარხანა "ელექტროძრავაში" ამწყობ ზეინკლად; 1967-1970წწ. - სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ინჟინერ-კონსტრუქტორად, უმცროს მეცნიერ-მუშაკად; 1970-1973წწ. სწავლობდა მოსკოვში სოფლის მეურნეობის ელექტრიფიკაციის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში; 1973-1982წწ. მუშაობდა ამავე ინსტიტუტში. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1982). 1982-1987წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სოფლის მეურნეობაში ელექტრული ენერგიის გამოყენების კათედრაზე ჯერ ასისტენტად, 1985 წლიდან - დოცენტად. 1996-1998წწ. - საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სასწავლო მეთოდური განყოფილების უფროსი; 1998-2005წწ. - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სასწავლო-მეთოდური სამმართველოს უფროსი; 2005-2006წწ. - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი; 2006 წლიდან - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის ელექტრიფიკაციის დეპარტამენტის უფროსი, ამავე დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს 24 სამეცნიერო შრომა, მათ შორის, 9 მეთოდური მითითება და ერთი პატენტი გამოგონებაზე. არის მოსკოვის სახალხო მეურნეობის მიღწევების გამოფენის მონაწილე. დაჯილდოებულია ორჯერ "ბრინჯაოს მედლით".

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.364

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი

გააზიარე: