შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით შარიქაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი სპეციალობით "ელექტროსადგურები" 1980 წელს. 25 წლის განმავლობაში მუშაობდა გარდაბნის რაიონულ ელექტროსადგურში და განვლო გზა ელექტროსაამქროს უფროსი მორიგე მონტიორიდან საწარმოო-ტექნიკური სამმართველოს უფროსამდე. ტექნიკურ სამმართველოში მისი მუშაობის პერიოდში დაიწყო 300 მვტ სიმძლავრის N9 და 10 ენერგობლოკების მშენებლობა, მონტაჟი და მოხდა მათი ექსპლუატაციაში მიღება, ამოქმედდა ახალი მართვის ფარი, ახალი წყალ-ქიმიური საამქრო, დამუშავდა რუსერსგამოვლილი ენერგობლოკების სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივების ღონისძიებები; 2005 წლიდან მუშაობს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ; 2012 წლიდან - უფროსად; დიდი წვლილი მიუძღვის არსებული ელექტროსადგურების რეაბილიტაციის განხორციელებაში. აქტიურად მონაწილეობს საქართველოს პერსპექტიული ჰესების საკითხებზე. ჩართულია მსოფლიო ბანკის დავალებით ხუდონის ჰესის პროექტის შესწავლაში მისი განხორციელებადობის დადგენის მიზნით. არის რამდენიმე რაციონალიზატორული წინადადებისა და გამოგონების ავტორი და თანაავტორი. ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის აკადემიური დოქტორი (2016). წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.365 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |