შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი შაშვიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1964 წლიდან მუშაობდა "თბილგაზის" სამმართველოს რაიონულ საექსპლუატაციო კანტორაში რიგით თანამშრომლად, ოსტატად, 1972 წლიდან სამსახურის უფროსად; 1977 წლიდან - ცენტრალურ აპარატში "თბილგაზის" სამმართველოს გაზის აღრიცხვის და გაზმომარაგების სამსახურის უფროსის მოადგილე; 1981 წლიდან - სამსახურის უფროსი; 1986 წლიდან - გაზმომარაგების სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1988 წლიდან - განყოფილების უფროსი; 1996 წლიდან - სს "თბილგაზის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 1999 წლიდან - "საქართველოს ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კორპორაციაში" გაზმომარაგების რეჟიმების დეპარტამენტის უფროსი. გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დაფუძნების შემდეგ, 2000 წლიდან - კომპანიის დეპარტამენტის უფროსი; 2002 წლიდან - ამავე კომპანიის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე; 2005 წლიდან - გენერალური დირექტორი; 2005 წლიდან - "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში" - გენერალური დირექტორი; 2008 წლიდან - კომპანიის საინჟინრო ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი. მიღებული აქვს სამთავრობო და საუწყებო ჯილდოები, მედლები, სიგელები. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.366 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |