Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ინგა ბალარჯიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გურჯაანი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1990 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა 1993 წელს.
1994-1996წწ. გურჯაანის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, მასწავლებელი; 1996-1999წწ. თბილისის ბიზნესის ინსტიტუტი, ეკონომიკურ დისციპლინათა კათედრა, დოცენტი; 1999-2002 წწ. პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ინსტიტუტი, ეკონომიკურ მეცნიერებათა კათედრა, დოცენტი; 2002-2006წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკის ფაკულტეტი, ეკონომიკური თეორიის კათედრა, დოცენტი; 2006-2009წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, ეკონომიკის პრინციპების მიმართულება, ასოცირებული პროფესორი; 2009-2010წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, ეკონომიკის პრინციპების მიმართულება, მიწვეული პროფესორი ; 2010-2012 წწ. საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის სკოლა, ასოცირებული პროფესორი; 2012 წლდან ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, ეკონომიკის პრინციპების მიმართულება, ასოცირებული პროფესორი. მრავალი სამეცნიერო პუბლიკაციის და სახელმძღვანელოს ავტორი ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი (ეკონომიკის დოქტორი).
სადისერტაციო თემა - "კონკურენცია საბაზრო ურთიერთობათა სისტემაში და მისი ფორმირების თავისებურებანი გარდამავალი პერიოდის საქართველოს ეკონომიკაში".
წყარო: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდი: old.tsu.ge
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |