Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინო ფირცხელანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; 2000 წელს სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასპირანტურაში გენეტიკის სპეციალობით, რომლის დამთავრების შემდეგ 2006 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატისა და აკადემიური დოქტორის ხარისხი. 2003 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტში პროფესორის თანამდებობაზე; 2007 წლიდან არის ექსპერტი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტში; ეწევა სამეცნიერო საქმიანობას, არის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი; გამოქვეყნებული აქვს ოცდახუთი სამეცნიერო სტატია და საკონფერენციო თეზისი, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში. მისი კვლევები ძირითადად შეეხება ქართულ პოპულაციაში მემკვიდრული თრომბოფილიის გენეტიკურ ასპექტებს. აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.366
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |