The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალფეზ შელია

ალფეზ შელია
დაბადების თარიღი:1943  (82 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ზუგდიდის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი რკინიგზის ტრანსპორტის ელექტრიფიკაციის სპეციალობით 1966 წელს.

1960-1961წწ. ინსტიტუტში სწავლის პარალელურად, მუშაობდა თბილისის ელმავალმშენებელ ქარხანაში ელექტროშემდუღებლად; 1966-1967წწ. - ენგურჰესის მშენებლობის "გვირაბმშენის" სამმართველოს სამთო ელექტრიკოსი; 1969-1970წწ. - "საქელექტრომონტაჟის" ტრესტის ქუთაისის სპეცმონტაჟის სამმართველოს წარმოების მომზადების უბნის ოსტატი; 1970-1973წწ. - მშენებარე ენგურჰესების კასკადის მორიგე ინჟინერი; 1973-1981წწ. - ვარდნილჰესების კასკადის საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსი; 1981-1991წწ. - ენგურჰესის კასკადის მთავარი ინჟინრის მოადგილე; 1991-2000წწ. - ვარდნილჰესების კასკადის დირექტორი; 2000 წლიდან - შპს "ვარდნილჰესების კასკადის" დირექტორი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.366-367

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • აფხაზეთის დამსახურებული ინჟინერი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • ღირსების ორდენი (2 ორდენი)
  • საქართველოს დამსახურებული ენერგეტიკოსი

გააზიარე: