Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ ნათიშვილი![]()
Biographyდაიბადა თბილისის გუბერნიის აზნაურთა ოჯახში. სწავლობდა თბილისის კადეტთა კორპუსში (არ დაუმთავრებია), შემდეგ ელიზავეტგრადის იუნკერთა საკავალერიო სასწავლებელსა და სანქტ-პეტერბურგის საოფიცრო-საკავალერიო სასწავლებელში. 1886 წლიდან იყო სამხედრო სამსახურში. მსახურობდა ტვერის მე-16 დრაგუნთა პოლკში, შემდეგ ნიჟეგოროდის მე-17 დრაგუნთა პოლკში. 1912 წელს მიიღო პოდპოლკოვნიკის, 1915 წელს პოლკოვნიკის წოდება. მსოფლიო ომის ფრონტებზე თავის გამოჩენისთვის მიღებული ჰქონდა "გიორგის იარაღი" (1918). 1921 წლიდან ემიგრაციაში იყო საფრანგეთში, სადაც არჩეული იყო ნეჟიგოროდის დრაგუნთა პოლკის ოფიცერთა კავშირის თავმჯდომარედ. გარდაიცვალა პარიზში. რუსეთის იმპერიის არმიის პოლკოვნიკი (1915), I მსოფლიო ომის (1914-1918) მონაწილე. წყარო: რუსეთის არმია პირველ მსოფლიო ომში: grwar.ru; საქართველოს პროსპოგრაფია: prosopography.iliauni.edu.ge; მემატიანე: mematiane.ge; საზოგადოებრივი არქივი: archive.ge Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |