Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი შემოზაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1984-1989წწ. სწავლობდა მოსკოვის ენერგეტიკის ინსტიტუტში; 1989-1991წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე. 1983-1984წწ. და 1989-1991წწ. მუშაობდა თბილთეცში ზეინკლად; 1991-1994წწ. - "საქენერგოს" ცენტრალური ქსელის ოსტატი; 1994-1998წწ. - "საქენერგოს" იმედიანობისა და უსაფრთხოების სამმართველოს წამყვანი ინჟინერი; 1998 წლიდან - "ელექტროგადაცემის" ექსპლუატაციისა და რემონტების სამმართველოს უფროსი; 2002-2003წწ. - "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ექსპლუატაციის და რემონტების სამსახურის უფროსი; 2003-2004წწ. - ამავე სააქციო საზოგადოების ქვემო ქართლის საქსელო საწარმოს დირექტორი; 2004-2005წწ. - აღმოსავლეთის ქსელის მენეჯერი; 2005 წლიდან - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში გენერალური ინსპექციის ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი; 2007 წლიდან - ენერგეტიკის დეპარტამენტის ენერგორესურსების სამმართველოს უფროსი; შემდგომში, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მთავარი ინჟინერი. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს ელექტროსისტემის მაღალი ძაბვის ქსელების რეაბილიტაციის საქმეში, მათ შორის, სტაბილიზაციის პროგრამებით "ენერგეტიკა 2, 3, 4," გათვალისწინებული სამუშაოების დროულად განხორციელებასა და ექსპლუატაციაში მიღებაში, ასევე პროგრამით გათვალისწინებული 220 კვ ეგხ "პალიასტომი 1, 2", "კოლხიდა 1, 2, 3" ქვესადგურების " ბათუმი" და "მენჯი" სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებაში. გერმანელ სპეციალისტებთან ერთად ხელმძღვანელობდა ელექტროსისტემაში ახალი ტექნიკის დანერგვის ღონისძიებების შესრულებას. გაიარა თრეინინგების კურსი გერმანიაში ციფრულ დაცვებისა და რეაქტორების კუთხით, განახლებადი ენერგიების ათვისებისა და ენერგოეფექტიანობის კუთხით თრეინინგები ჩინეთსა და თურქეთში. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.367-368; საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია: ggtc.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |