შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ შენგელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1933 წელს. გარდაცვალებამდე მუშაობდა ინსტიტუტ "ენერგოქსელპროექტში". განვლო შემოქმედებითი გზა რიგითი ინჟინრიდან სამშენებლო განყოფილების უფროსის თანამდებობამდე. მისი ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით დაპროექტდა და აშენდა ისეთი მსხვილი ობიექტები, როგორიცაა: 110 კვ ქვესადგური "სამტრედია 111", ხულოს სარემონტო-საექსპლუატაციო პუნქტი, 220 კვ ქვესადგური "მუხრანის ველი", 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი ახალციხე-თბილსრესი (პროექტი). წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.369 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |