The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კარლო შენგელია

კარლო შენგელია
დაბადების თარიღი:1929
გარდაცვ. თარიღი:1994  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სპეციალობით "ელექტრული სადგურები, ქსელები და სისტემები" 1953 წელს.

მუშაობდა უკრაინაში მირონოვის სრესში ელექტრო ლაბორატორიის ინჟინრად; 1954-1956წწ. - ტყვარჩელსრესში ელექტრო ლაბორატორიის ინჟინერი; 1956 წლიდან - "საქმთავარენერგოს" ცენტრალური ელექტროქსელების სარელეო დაცვის სამსახურის ინჟინერი; 1962 წლიდან - ქვესადგურ "დიდი ნავთლუღის" უფროსი; 1972 წლიდან - ცენტრალური ელექტროქსელების მთავარი ინჟინრის მოადგილე; 1974-1987წწ. - მთავარი ინჟინერი; 1987-1988წწ. - "თელასში" სადისპეტჩერო სამსახურის უფროსი; 1988 წლიდან გარდაცვალებამდე - "თელასის" მთავარი ინჟინრის მოადგილე. დაჯილდოებულია სამკერდე ნიშნებით "გოელროს 60 წლისთავთან", "ცენტრალური ელექტროქსელების 50 წლისთავთან" დაკავშირებით.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.369

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1981 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: