ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
რევაზ სოხაძე
დაბადების თარიღი: | 14 ოქტომბერი, 1978 (46 წლის) |
კატეგორია: | ექიმი, თანამდებობის პირი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი 2002 წელს; საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველოს (IRI Georgia) საარჩევნო კამპანიის აკადემია 2002 წელს; ქ. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბანკო საქმე და ფინანსების მიმართულება 2005 წელს; საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი მენეჯმენტის მიმართულებით (GIPA) 2008 წელს. 2001 წელს იყო პ/გ "ახალი მემარჯვენეები"-ს ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი; 2001-2003წწ. პ/გ "ახალი მემარჯვენეები"-ს რეგიონალური სამსახურის მთავარი სპეციალისტი; 2003-2005წწ. პ/გ "ახალი მემარჯვენეები"-ს რეგიონალური სამსახურის კოორდინატორი; 2005-2007წწ. პ/გ "ახალი მემარჯვენეები" ვაკე-საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი; 2006 წელს პ/გ "ახალი მემარჯვენეები"-ს მთავარი კომიტეტის წევრი; 2006-2008წწ. შპს "ბადაგი"-ის აღმასრულებელი დირექტორი; 2007-2008წწ. საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი, დავით გამყრელიძის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი; 2008 წელს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში "გაერთიანებული ოპოზიციის" ვაკის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქის კანდიდატი, დავით გამყრელიძის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი; 2007-2009წწ. პ/გ "ახალი მემარჯვენეების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი; 2010 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში "ალიანსი საქართველოსათვის" ვაკის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქის კანდიდატი, დავით საგანელიძის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი; 2010-2011წწ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ჩვენი ქალაქი"-ს აპარატის უფროსი; 2010-2012წწ. პ/გ "ახალი მემარჯვენეები"-ს აღმასრულებელი მდივანი; 2013-2016წწ. "აი ემ ჯი დეველოპმენტი" (IMG DEVELOPMENT) აღმასრულებელი დირექტორი; 2016-2017წწ. "კრწანისი ვილა რეზიდენსი"-ს (krtsanisi Villa residence) აღმასრულებელი დირექტორი; 2016 წელს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" პარტიის ვარკეთილის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქის კანდიდატი, გიორგი მოსიძის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი; 2017-2017წწ. "ფლექსი კონსტრაქშენი"-ს (Flexi Construction) აღმასრულებელი დირექტორი; 2017-2021წწ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე; 2021 წლიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის VII მოწვევის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე. სამგორის რაიონის მაჟორიტარი, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე, სატრანპორტო საკითხთა კომისიის წევრი. საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარი. 2025 წლის აპრილიდან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი.
წყარო: თბილისის საკრებულო: tbsakrebulo.gov.ge; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო: mrdi.gov.ge
|